არჩევნები 2016

ცაგარეიშვილი: გაუგებარ გაერთიანებებში თავისუფალი დემოკრატების ადგილი არ არის

არავითარ გაერთიანებას თავისუფალი დემოკრატები არავისთან არ აპირებენ. ამგვარ გაუგებარ გაერთიანებებში თავისუფალი დემოკრატების ადგილი არ არის. ადგილი არ არის არც ჩემი, არც ჩემი კოლეგების იქ, სადაც არიან ნაციონალური მოძრაობის ყოფილი ლიდერები თუ ხელმძღვანელები. ერთ ფაქტზე გავამახვილებ თქვენ ყურადღებას - აქვე, ვაკეში ვცხოვრობ და ჩემს სადარბაზოში დარიგდა ბატონი ჯაფარიძის სააგიტაციო მასალა. როცა გავეცანი, აღმოჩნდა, რომ ადამიანი ჯერ ამომრჩეველთან არ მისულა და უკვე თავის ბიოგრაფიას ამახინჯებს, მალავს იმას, რომ ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივანი იყო წლების განმავლობაში

თავისუფალი დემოკრატების საარჩევნო შტაბის უფროსი გია ცაგარეიშვილი პაატა ბურჭულაძის პარტიისა და "ახალი საქართველოს" ერთ საარჩევნო ბლოკში გაერთიანებაზე.

კომენტარები