არჩევნები 2016

ხუხაშვილი: ბურჭულაძის ბლოკის გაძლიერება ენმ-ის ინტერესებშია

ამ ფრთის[ბურჭულაძისა და ვაშაძე-ჯაფარიძე ახალი არჩევანის ბლოკი] გაძლიერება უკეთესია ნაციონალური მოძრაობისთვის. მათი ამოცანა არ მგონია, იყოს არჩევნების მოგება 50%-ით, მათი მიზანი უფრო ქართული ოცნების დამარცხებაა. რაც მეტი ასეთი ცენტრი გაჩნდება, უფრო მოახლოვდება მათი მიზანი. წმინდა პოლიტიკური ანალიზი რომ გავაკეთოთ, დღეს ნებისმიერი პოლიტიკური ძალის გაძლიერება არის ნაციონალური მოძრაობის ინტერესებში. ისინი ამით უზრუნველყოფენ სიტუაციას, სადაც ქართული ოცნება ვერ მოიგებს არჩევნებს. პოსტსაარჩევნო პერიოდში კოალიციები როგორ დალაგდება, უკვე ცალკე თემაა.

 

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პაატა ბურჭულაძისა და "ვაშაძე-ჯაფარიძე - ახალი არჩევანის" გაერთიანებაზე ტაბულასთან საუბარში.

კომენტარები