არჩევნები 2016

ბურჭულაძე GfK-ზე: 35% ხმას აძლევს უმუშევრობას, 34% - შიშს

კვლევებმა გვაჩვენა, რომ დღეს საქართველოში არის სამი უალტერნატივო პოლიტიკური ძალა. უიმედობა არის ნომერი პირველი პრობლემა საქართველოში. პოლიტიკაში ზუსტად იმიტომ მოვედი, რომ საქართველოში უიმედობა მოისპოს. კვლევებმა გვაჩვენა, რომ 35% ხმას აძლევს უმუშევრობას და სიღარიბეს, ხოლო 34% - შიშს. ჩვენ ის ძალა ვართ, რომელიც საქართველოში მოსპობს უმუშევრობას, სიღარიბეს და შიშს. გულს ნუ გაიტეხთ, ქალბატონებო და ბატონებო, 8 ოქტომბრიდან ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.

პლატფორმის "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერი პაატა ბურჭულაძე გერმანულ-ამერიკული ორგანიზაცია GfK-ის კვლევაზე, რომელიც რუსთავი 2-მა დაუკვეთა.

კომენტარები