ეს არის ქართული ოცნების ტიპური მმართველობის წესი, როდესაც აწყობილი საქმე და სისტემა, ფასტობრივად, შეუძლიათ, რომ მოშალონ. გარდა ამისა, ეს არის ძალიან ცუდი, აგდებული, ცინიკური დამოკიდებულება ადამიანებისადმი, რომლებიც ღელავენ, რომლებიც არიან ექსტრემალურ მდგომარეობაში და მათ ნერვებს საერთოდ არ უფრთხილდებიან. ძალიან მაწუხებს, რომ წლების განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ იყო გარკვეული პრობლემები, არასდროს შევხებივარ ეროვნულ გამოცდებს. იმიტომ, რომ უმნიშვნელოვანესია, იცვლება მთავრობა და ინსტიტუცია კვლავ ნორმალურად მოქმედებს. ახლა შემიძლია, ვთქვა, რომ შეიძლება სანდოობის საკითხი დადგეს, რადგან არასდროს არ ყოფილა, რომ ინფორმაციაზე წვდომა ამხელა წრეს ჰქონოდა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები
რატიანი NAEC-ზე: აწყობილი სისტემის მოშლა ქართული ოცნების მმართველობის წესია
tbl.ge/1uke
დაკოპირდა
ენმ-ის წევრი სერგო რატიანი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრზე.
ერთიაი ნაციონალური მოძრაობაქართული ოცნებასერგო რატიანიეროვნული გამოცდებიშეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიერთიანი ეროვნული გამოცდები
ამავე თემაზე
- NAEC: სასამართლოს ჩვენთვის აბიტურიენტისთვის ახალი გამოცდის დანიშვნა არ დაუვალებია
- NAEC ომბუდსმენს: წელს დამატებითი გამოცდის დანიშვნას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია
- ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორია საქართველოში
- ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება – განრიგი
- ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს დაიწყება – განრიგი