არჩევნები 2016

ბასილაია: პოლიციის სამმართველო და სუს-ი პროვოკაციებს ერთად გეგმავენ

ჩვენ შემოვიტანეთ საჩივარი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და ვითხოვთ გუშინ მომხდარი უკანონო ქმედებების სამართლებრივ შეფასებას. ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას, რომ პოლიციის სამმართველო და სუს-ი ერთობლივად გეგმავენ კიდევ პროვოკაციებს. მივმართავ ქალაქის მერს ირაკლი კაკულიას და მივმართავ ქართული ოცნებიდან მაჟორიტარობის კანდიდატს ირაკლი ხახუბაის, კეთილი ინებონ და გააკონტროლონ ამ ქალაქში სუს-ის და პოლიციის უკანონო მოქმედებები

 

ენმ-ის ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბექა ბასილაია ენმ-ის აქტივისტების დაკავებაზე.

კომენტარები