რუსთავი 2-ის საქმე

საძაგლიშვილი: პარლამენტი საქმის განხილვის დასრულების გაჭიანურებას ცდილობს

ნიკა გვარამია არ არის საკონსტიტუციო სასამართლოში დავის მხარე, ის არ მონაწილეობდა პროცესზე. შესაბამისად მას არანაირი საკუთრებრივი კავშირი ამ დავასთან არ ჰქონდა არ აქვს. ამ დავასთან დღის წესრიგში არ უდგას. დღის წესრიგში კონსტიტუციური უფლებების დარღვევა ან მის აღდგენაზე არ მიდის საუბარი. სწორედ ამიტომ უსაფუძვლოა ბრალდება. ამ საფუძვლით აცილება არის უსაფუძვლო. ზოგადად ნიკა გვარამიას კავშირი აქვს აბსოლუტურ უმრავლესობასთან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების. საინტერესოა პარლამენტის პოზიცია, როცა ის სელექციურად არჩევს კონკრეტულ მოსამართლეებს და აყენებს კონკრეტული მოსამართლეების აცილების საკითხს. ამით ვფიქრობთ, რომ პარლამენტი ცდილობს გააჭიანუროს საქმის განხილვის დასრულება და გადაწყვეტილების გამოცხადება რუსთავი 2-ის საქმეზე და ზეწოლა განახორციელოს იმ მოსამართლეებზე, რომლებიც არ ემორჩილებიან ხელისუფლების სურვილებს

რუსთავი 2-ის იურისტი დიმიტრი საძაგლიშვილი

კომენტარები