არჩევნები 2016

კვარაცხელია: ცენტრისტებს მოექცნენ უსამართლოდ

არ მქონია შეხვედრა არც ბატონ თემურ ხაჩიშვილთან [ცენტრისტები], არც სხვებთან, მაგრამ ვთქვი, რომ მას მოექცნენ უსამართლოდ, მას მოექცნენ არასწორად. თუ რამეში ჩვენი დახმარება დასჭირდება, ამასთან დაკავშირებით დავილაპარაკებთ. რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნას ჩვენს გაუქმებაზე, ეს, რა თქმა უნდა, მიზანმიმართულია იმიტომ, რომ მათ ეშინიათ. საპასუხოდ, ვითხოვ, რომ კი არ მოიხსნას ნაციონალური მოძრაობა რეგისტრაციიდან, არამედ ნაციონალური მოძრაობა უნდა დაისაჯოს ჩადენილი დანაშაულებისათვის.

სოციალისტების ლიდერი ვალერი კვარაცხელია, რუსთავი 2-თან საუბრისას, ცენტრისტების რეგისტრაციიდან მოხსნას უსამართლოდ მიიჩნევს.

კომენტარები