ქორწინების თანასწორობა

კილაძე: ვეთანხმები პრემიერის ინიციატივას, რომ ქორწინება ქალის და კაცის ერთობაა

მე ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩვენმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება და აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონი პრემიერის ინიციატივას იმასთან დაკავშირებით, რომ ქორწინება არის ქალის და მამაკაცის ერთობა. მე ასე ვთვლი, რომ ამას მთლიანი საზოგადოების აბსოლუტური უმეტესობა მიესალმება, აბსოლუტური უმეტესობის აზრს გამოვხატავთ ამ შემთხვევაში და მე აბსოლუტურად ვემხრობი ბატონი პრემიერის და ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ადამიანების უფლების დარღვევა არ უნდა მოხდეს, ამაზე არავინ არ საუბრობს, ეს ჩვენი კონსტიტუციური და საერთაშორისო ვალდებულებაა, თუმცა, ქორწინების თემას რაც შეეხება, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ ეს არის ქალის და მამაკაცის ერთობა და ამაზე, მე მგონი, ჩვენი საზოგადოების აბსოლუტურ უმეტესობას იგივე აზრი აქვს.

ქართული ოცნების ახალმა სახემ, ნაძალადევის მაჟორიტარმა კანდიდატმა სოფო კილაძემ ტაბულას კითხვას უპასუხა, რომელიც ქორწინების საკითხის კონსტიტუციით განსაზღვრაზე პრემიერის ინიციატივას ეხებოდა. ტაბულამ კილაძეს ჰკითხა, ეთანხმება თუ არა პრემიერის ინიციატივას და არის თუ არა ეს LGBT ადამიანების სტიგმატიზება და რუსული პროპაგანდის ნაწილი.

კომენტარები