თბილისის მერია

ნარმანია: ბოდიში, არ უნდა ავყოლოდი ემოციებს

მინდა, გამოვეხმაურო მერიაში არასამთავრობოებთან გუშინდელი შეხვედრის დროს მომხდარ ინციდენტს, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას და ჩემს ამომრჩეველს. ბოლო ერთი კვირაა, მერიის თანამშრომლების და ჩემ მიმართ ბევრი შეურაცხმყოფელი განცხადება მოვისმინეთ. გუშინ იყო საქმიანი შეხვედრა და გვსურდა, კონსტრუქციული დიალოგით და საქმიანი წინადადებებით მიგვეღწია შეთანხმებისთვის. თუმცა, ერთ-ერთმა აქტივისტმა სცადა შეხვედრის დესტრუქციულ რეჟიმში გადაყვანა. მე, როგორც თანამდებობის პირს, უნდა შემენარჩუნებინა სიმშვიდე და არ ავყოლოდი ემოციებს, ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო.

თბილისის მერი დავით ნარმანია გარემოსდამცველის შეურაცხყოფისთვის ბოდიშს იხდის. მან აქტივისტ ირაკლი კუპრაძეს "ვირიშვილო, მაიმუნო"-თი მიმართა.

კომენტარები