უსაფრთხოება

კანდელაკი: ივანიშვილის მთავრობა საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ გამოდის

ბატონი წითელაშვილი იყო მსჯავრდებული სამშობლოს ღალატისთვის, ოკუპანტი სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის. ის, რომ პროკურატურამ არ დაიწყო გამოძიება მისი ჩვენი საიდუმლო ობიექტზე შეშვების და იქ გადაღების გამო, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილის მთავრობა და ანტისახელმწიფოებრივი ძალები, იქნება ეს წითელაშვილი თუ ბატონი ბედუკაძე, რომელსაც დღესაც ხელფასს უხდის ივანიშვილი, გამოდიან ერთიანი ფრონტით საქართველოს სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ.

ერთიანი ნაციონალური მოზრაობის წევრი გიორგი კანდელაკი ტრისტან წითელაშვილის შესახებ. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ ობიექტებზე ტრისტან წითელაშვილის უნებართვოდ შესვლასთან დაკავშირებით გამოძიება არ დაიწყო. უწყების განცხადებით, არ დგინდება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.

კომენტარები