ნარმანიასთან მაქვს ერთადერთი რჩევა, ქალაქს სცეს პატივი და წავიდეს. აღიარება არის ყველაზე დიდი ვაჟკაცობა. გუშინ საქებარი ნაბიჯი იყო, რომ ამაზრზენი საქციელის შემდეგ, ეყო ვაჟკაცობა და ბოდიში მოიხადა. ეს მართლა მისაღები და დასაფასებელია, მაგრამ ეს მხოლოდ მესამედი საქმეა, კიდევ ორი მესამედი დარჩა. უნდა ეყოს ღირსება და პატივისცემა და თქვას, რომ ვერ გაართვა თავი, ვერ აწია მან ეს ტვირთი, ვერ ზიდა თბილისის მერობის ტვირთი და უნდა წავიდეს. რაც უფრო გააჯანჯლებს ნარმანია თავის წასვლას, მით უფრო ღრმა სამარეს გაუთხრის ქართულ ოცნებას. ნარმანია ქართული ოცნების პოლიტიკური მესაფლავეა. დგას დიდი ნიჩბით და ამ წინასაარჩევნო პერიოდში საფლავს უთხრის ქართულ ოცნებას. ყველა მაჟორიტარი წააგებს ნარმანიას გადამკიდე.
tbl.ge/1un5
დაკოპირდა
თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი დავით ნარმანიაზე.
ამავე თემაზე
- ხაზარაძის თქმით, მერიამ თბილისში იუვენტუსის აკადემიის გახსნის ნებართვა არ გასცა
- ავტოავარია აღმაშენებლის ხეივანში - შეფერხებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც
- წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია – კალაძე
- კალაძე: რასაკვირველია, ივანიშვილმა ნაკრებს გამარჯვება მიულოცა, კობიაშვილს დაურეკა
- წერეთლის გამზირზე, შალიკაშვილის ხიდის მიმდებარედ მოძრაობის სქემა შეიცვალა