არჩევნები 2016

ალასანია: ჩვენ დავამსხვრევთ პოლიტიკოსების მიმართ დამკვიდრებულ ნიჰილიზმს

თავისუფალი დემოკრატები დავამსხვრევთ პოლიტიკოსების მიმართ დამკვიდრებულ ნიჰილიზმს და უნდობლობას. ჩვენს მხარდამჭერებს გვინდა ვუთხრათ, რისი შეცვლა გვინდა თავისუფალ დემოკრატებს, რატომ ვიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, რატომ გვინდა, რომ ბოლო წლებში პოლიტიკოსების მიმართ დამკვიდრებული ეს ნიჰილიზმი და უნდობლობა, რასაც ძალიან ბევრი სამართლიანი მიზეზი აქვს, დავამსხვრიოთ. ბევრჯერ მოვტყუვდით 20 წლის განმავლობაში, ბევრჯერ მოვისმინეთ შეუსრულებელი დაპირებები, მაგრამ თავისუფალ დემოკრატებს გვყავს ის გუნდი, რომელიც, პირველ რიგში, გამოცდილია და საქმე უკეთებია.

თავისუფალი დემოკრატების ცნობით, ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ მე-8 ლეგიონში სამგორის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

კომენტარები