საკონსტიტუციო სასამართლო

კობახიძე: გიორგი პაპუაშვილი ძალიან მძიმედ ასრულებს თავის კარიერას

პაპუაშვილი დარწმუნდა, რომ მას არ ჰქონდა უმრავლესობა სასამართლოში, რომელიც მას მისცემდა საშუალებას მისთვის სასარგებლო დასკვნა დაფიქსირებულიყო საბოლოო ჯამში პლენუმის მიერ და ამის გამო მოხდა სხდომის გადადება. შეიძლება, ნაციონალურმა მოძრაობამ გარკვეული ტიპის ზეწოლა განახორციელოს მოსამართლეებზე. [მოსამართლეთა აცილების] საკითხის განხილვის გადადების მიზეზი შეიძლება იყოს სწორედ ეს დისკრედიტაციის მცდელობა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და კონკრეტული მოსამართლეები ძალიან მძიმედ ასრულებენ თავიანთ მძიმე ათწლიან კარიერას.

ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე 23 აგვისტოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის საორგანიზაციო სხდომის გადადებაში გიორგი პაპუაშვილი დაადანაშაულა. აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მხარეების მიერ დაყენებული შუამდგომლობის განხილვა-გადაწყვეტა სასამართლოს საორგანიზაციო სხდომებზე არ ხდება.

კომენტარები