ამ შეხვედრამ გიორგი პაპუაშვილი გამოაჩინა პიროვნებად, რომელიც ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას და რომლისთვისაც მნიშვნლეოვანია არა სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღება საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან, არამედ მისთვის სასურველი გადაწყვეტილებების მიღება. ამდენად, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოდ, უახლოეს მომავალში, საკონსტიტუციო სასამართლოს იმ ნაწილზე, რომელიც არ ემორჩილება გიორგი პაპაუშვილის პოლიტიკურ ნებას. იქნება თავდასხმები, მათ შორის მათი პიროვნული დისკრედიტაციისა და მათ მიმართ შავი PR-ის აგორების მიზნით. ჩვენი ინფორმაციით, ამ თავდასხმების მონაწილე იქნება ყველა ის საინფორმაციო საშუალება, რომელიც ნაციონალური მოძრაობის პოლტიკური დღის წესრიგით ცხოვრობს.
tbl.ge/1uoy
დაკოპირდა
გედევან ფოფხაძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავჯდომარის გიორგი პაპუაშვილისა და 23 აგვისტოს, სასამართლოს პლენუმის გადადებული სხდომის შესახებ.
ამავე თემაზე
- პატრიოტთა ალიანსი საკონსტიტუციო სასამართლოში კობახიძის კანდიდატურას უჭერს მხარს
- ტურავა: როცა მოსამართლეებს ტელესიუჟეტებს უძღვნიან, ძნელია გადაწყვეტილების მიღება
- ტურავა: ალბათ მოსამართლეებს ჰქონდათ ობიექტური მიზეზი სხდომაზე არ გამოცხადებისთვის
- ვენეციის კომისიის ვიცეპრეზიდენტი: საკონსტიტუციო სასამართლო განიცდის ზეწოლას
- უსუფაშვილი: საკონსტიტუციოს სჭირდება დახმარება და 4 ახალი მოსამართლე დააყენებს ფეხზე