ელისაშვილი კობახიძეზე: მოყვეს, რას აკეთებდა ეს გოგლი-მოგლი ბიჭი 2012 წლამდე

მოვითხოვ, ამ ყმაწვილმა მომიხადოს საჯაროდ ბოდიში მეც და ჩემს თანამოაზრეებსაც, რომლებთან ერთადაც ქუჩა-ქუჩა დავდიოდი და ვმართავდი საპროტესტო აქციებს. ეს იყო არა მარტო ჩემი შეურაცხყოფა, არამედ იმ ასეულობით ადამიანის შეურაცხყოფა, ვისაც ეშინოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, სააკაშვილისა და უგულავას დროს, მაგრამ ებრძოდა თავის შიშს და გამოდიოდა ქუჩაში. ეს თმაგაპუწული გოგლი-მოგლი ბიჭი რომ გამოდის და რაღაცებს ყვება, რომ ჩვენ არაფერს ვაკეთებდით და ის იყო მედროშე ქართული პროტესტის, გამოვიდეს და მოყვეს, თვითონ სად იყო 2012 წლამდე და რას აპროტესტებდა, ერთი საჯარო საპროტესტო აქცია მაინც გვითხრას. თუ ამ ბიჭს არ ეყოფა გამბედაობა, რომ გამოვიდეს და ბოდიში მომიხადოს, სხვა ლიდერებიც ჰყავს ქართულ ოცნებას, გამოვიდნენ და ამის გამო ბოდიში მოიხადონ.

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც მას არ ახსოვს, გიგი უგულავას მერობის დროს, 2012 წლამდე, ალეკო ელისაშვილს დედაქალაქში არსებული პრობლემები გაეპროტესტებინოს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები