საკონსტიტუციო სასამართლო

კობახიძე: საკონსტიტუციოს დისკრედიტაცია პაპუაშვილის ქმედებებით არის გამოწვეული

ის [გიორგი პაპუაშვილი] ძალიან ზოგადად საუბრობს რაღაც ზეწოლებზე. თუ რაიმე კონკრეტული ფაქტები აქვს, უნდა ითანამშრომლოს პროკურატურასთან. რაც შეეხება დისკრედიტაციას, თუ სადმე და ვინმეს მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაცია ხდება, ვფიქრობ, ეს პაპუაშვილის ქმედებებით და მისი განცხადებებით არის გამოწვეული, რომელიც სწორედ კონკრეტული მოსამართლეების დისკრედიტაციას ემსახურება. სამწუხაროა, რომ ის თავად ვერ აცნობიერებს მისი, როგორც სასამართლოს თავმჯდომარის როლს და ფუნქციას, რომელსაც ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა აქვს, კონსტიტუციიდან გამომდინარე. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ პოლიტიკური განცხადებებისგან თავი უნდა შეიკავოს და არ შევიდეს პოლიტიკურ დისკუსიაში, ის კი დიდი ხანია გასცდა იმ ფარგლებს, რა ფარგლებსაც მისი მოსამართლის სტატუსი და თანამდებობა უწესებს. თუ ნდობა დაეკარგა სასამართლოს, პირველ რიგში, მისი ქმედებებიდან გამომდინარე. ასე რომ, ძალიან არასერიოზულად მეჩვენება მე მისი საქციელი.

პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე ინტერპრესნიუსთან საუბარში.

კომენტარები