ქართული ოცნება

ფერაძე კობახიძეზე: რეგვენია, ეგეთებისგან ბოდიშს არ ვითხოვ

ირაკლი კობახიძეს ბოდიში ჩემთან არ აქვს მოსახდელი, ირაკლი კობახიძემ ბოდიში მთელ ხალხს უნდა მოუხადოს, რომ არის იმ მანქანის ჭანჭიკი, რომელიც აგებულია ტყუილსა და უმეცრებაზე. ეს არის ოფიციალურად დაგეგმილი სახელმწიფო კამპანია, რომ ვითომ ჩვენი შავი PR ... PR-შიც ისეთივე სუსტები არიან, როგორც ყველაფერ დანარჩენში და მოიფიქრეს გადასარევი PR – "სად იყვნენ პარტიზანები 2012 წლამდე". იმდენიც ვერ მოიფიქრეს, რომ ძალიან კონკრეტული პასუხი გავეცი ერთი სიტყვით, რას ვაკეთებდი, დავუხურე მათ ეს თემა და უნდა გაეჩერებინათ, მაგრამ სანამ იმათ ეს მოიფიქრეს, ამანაც ინერციით ეს თქვა. უკაცრავად და რეგვენია, ეგეთებისგან ბოდიშს არ ვითხოვ.

პარტიზანი მებაღე ნატა ფერაძე ქართული ოცნების აღმასრულებელ მდივანზე, ირაკლი კობახიძეზე.

კომენტარები