საკონსტიტუციო სასამართლო

კობახიძე: საკონსტიტუციო გასცდა სამართლებრივ ჩარჩოებს, აუცილებელია ჩვენი რეაგირება

ვიდრე სასამართლოს საქმიანობა ჯდება სამართლის ჩარჩოებში, მაშინ ყოვლად დაუშვებელია ნებისმიერი პოლიტიკოსის განცხადებაც კი ამ ორგანოს საქმიანობასთან დაკავშირებით. თუმცა, აქ საუბარი არ არის სამართლებრივ ჩარჩოებზე. ყოველგვარ სამართლებრივ ჩარჩოს გასცდა კონკრეტული მოსამართლეების საქმიანობა და აქედან გამომდინარე, არა მარტო უფლება გვაქვს, არამედ ვალდებულიც ვართ, პოლიტიკოსებმა გავაკეთოთ კონკრეტული განცხადებები სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებით. ეს არის ჩვენი მოვალეობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვერ ვიქნებით პირნათელი ჩვენი ამომრჩევლისა და მთელი მოსახლეობის წინაშე. იქ, სადაც საკონსტიტუციო სასამართლო უხეშად სცდება სამართლებრივ ჩარჩოებს, აუცილებელია პოლიტიკოსების რეაგირება და სწორედ ამას ვაკეთებთ ჩვენ. რაც შეეხება საკონსტიტუციოს დისკრედიტაციას, ვერავინ ისე ვერ მოახერხებდა ამას, როგორც ეს მოახერხეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ და კონკრეტულმა მოსამართლეებმა. 10 წლის განმავლობაში, ისინი პრაქტიკულად ყოველდღე ახდენდნენ ამ ორგანოს დისკრედიტაციას. 2012 წლამდე ისინი ამას აკეთებდნენ პასიურობით, 2012 წლის შემდეგ ისინი ამას აკეთებენ სამართლებრივ ჩარჩოებს გასული აქტიურობით და სწორედ ეს იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაციას. ამაში ხელშემწყობი ჩვენ ვერ ვიქნებით.

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია პირველის ეთერში.

კომენტარები