თბილისის მერია

კალაძე: არ ვარ თანახმა, რომ ერთი სიტყვის გამო მერი თანამდებობიდან გადადგეს

ვფიქრობ, გვმართებს უფრო მეტი ურთიერთპატივისცემა, უფრო მეტი სიყვარული. რაც შეეხება კონკრეტულ სიტყვებს, ბატონმა დავით ნარმანიამ ბოდიშიც მოიხადა, მე მივესალმები ამ საქციელს. შეცდომა ყველას მოგვდის, თუმცა, უნდა ვთქვა, რომ ჩვენ, მაღალი თანამდებობის პირებს, უფრო მეტი თავშეკავება გვმართებს. არ ვარ თანახმა და მომხრე იმისა, რომ ერთი სიტყვის გამო მერი უნდა გადადგეს თანამდებობიდან.

ვიცეპრემიერი კახა კალაძე ტაბულას კითხვაზე, თბილისის მერის, დავით ნარმანიას გადადგომასთან დაკავშირებით.

კომენტარები