თბილისის მერია

ნაცვლიშვილი: ნარმანია არ უნდა გადადგეს, მას ისეთი არაფერი ჩაუდენია

არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადადგეს დავით ნარმანია, მას არ ჩაუდენია ისეთი არაფერი, რის საფუძველზეც შეიძლება, ზოგადად ასეთი მოთხოვნა დადგეს. იქ [ხეების ჭრისას] შეიძლება იყო უყურადღებობა, გულგრილობა, მაგრამ ესეც სამართალდამცავი ორგანოების გამოსავლენია და როგორ იცით, მიმდინარეობს გამოძიება და მისი შედეგები უფრო ბევრს გვეტყვის ამ თემასთან დაკავშირებით. მაგრამ ეს მოთხოვნა, განსაკუთრებით როცა ამ მოთხოვნას აყენებს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, არის ცოტა აბსურდული, გამომდინარე იქიდან, რომ ენმ-ს არათუ მცენარეების და ეკოლოგიის მიმართ, არამედ ადამიანების მიმართ არ გააჩნდა არაანაირი სენტიმენტები და არანაირი მზრუნველობის ვალდებულება. პირიქით, ჩვენ გვახსოვს უამრავი დანაშაული, კაცობრიობის წინაშე დანაშაული, რომელიც მათ ჩაიდინეს. ამიტომ ახლა ეკოლოგიასა და მწვანე საფარზე აპელირება მიუთითებს ან მათ პათოლოგიურ გადახრაზე, რომ ადამიანი უფრო ნაკლებად ღირებულია, ვიდრე ხე, მცენარე და ეკოლოგია, ან მორიგ სიყალბეზე, რაც მათ ახასიათებთ. ამიტომ მერის გადადგომის მოთხოვნა უსაფუძვლოა.

ქართული ოცნების ისნის მაჟორიტარი კანდიდატი ბექა ნაცვლიშვილი ტაბულას კითხვაზე, უნდა გადადგეს თუ არა თბილისის მერი დავით ნარმანია.

კომენტარები