ნარკოპოლიტიკა

ვოლსკი: ნარკოპოლიტიკის დემურ სტურუას საქმეზე მიბმა არასწორი მიდგომაა

რაც შეეხება ნარკოპოლიტიკას, ამასთან დაკავშირებით, ძალიან მსუბუქი კანონი არსებობს, გაცილებით უფრო მსუბუქი, ვიდრე ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაშია. ეს თემა კიდევ უნდა გადაიხედოს, რათა სამართლიანი ნორმები იყოს ჩატარებული, თუნდაც შემოწმების, დაკავების ან მისჯის პროცესში. რეალურად, ფაქტობრივად, ადამიანები იმ საკითხებზე, რასაც ერთჯერადი მოხმარება ან შეცდომის დაშვება ჰქვია, ან არგავრცელება და მხოლოდ თავისთვის მოხმარება, ძალიან ლოიალურ დამოკიდებულებას ხვდებიან სამართალდამცველებისგან და საერთოდ საკანომდებლო მხარე, ამ მხრივ, ლოიალურია. როდესაც ადამიანები ნარკოტიკებს ავრცელებენ და თვლიან, რომ მათი მოქმედება შესაძლოა საზოგადოებისთვის არ იყოს საფრთხის შემცველი, ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებაა ჩემს მოსაზრებასა და უამრავი ადამიანის მოსაზრებას შორის. ეს თემა რომ ჩამოკიდო იმ საკითხს, რასაც ქვია თვითონ დანაშაული, რაც ახლა მოხდა [დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტი], არის არასწორი მიდგომა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ნარკოპოლიტიკაზე.

კომენტარები