არჩევნები 2016

ბურჯანაძე: პუტინი არ არის საქართველოს მტერი, ის ძალიან დიდი პოლიტიკოსია

არა, პუტინი არის ძალიან დიდი პოლიტიკოსი და პოლიტიკოსები არც არავის მტრები არ არიან და არც არავის მეგობრები. პოლიტიკოსები მოქმედებენ საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. პუტინი არის უმაღლესი რანგის პროფესიონალი, ამაში ალბათ დამეთანხმებით, ის მოქმედებს საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე და ჩვენი ამოცანაა, საქართველოს ამოცანა, რომ პუტინი არ იყოს იძულებული, საქართველოს მოექცეს როგორც მტერს. ჩვენი ამოცანაა, მტერიც და მოყვარეც ჩვენს მოყვარედ გადავაქციოთ, ჩვენი ამოცანაა, რუსეთი დავარწმუნოთ, რომ საქართველო არ არის რუსეთის მტერი და ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ რუსეთმა ჩვენთან პარტნიორობის და კეთილმეზობლობის სურვილი გამოთქვას.

დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე რუსთავი ორის გადაცემა არჩევანში, კითხვაზე, არის თუ არა ვლადიმირ პუტინი საქართველოს მტერი.

კომენტარები