უბლოკო სტატუსი

რუხაძე: უბლოკო სტატუსზე საუბარი ხელისუფლების უხერხემლო პოლიტიკის დამსახურებაა

უბლოკო სტატუსი არის კაპიტულაცია, ამაზე საუბარი საერთოდ არ მიმაჩნია მიზანშეწონილად იქიდან გამომდინარე, რომ საერთოდ არარელევანტურია დღევანდელ მდგომარეობაში. ქართულმა საზოგადოებამ თავისი არჩევანი უკვე გააკეთა ევროატლანტიკური ინტეგრაციის სასარგებლოდ, შესაბამისად, კაპიტულაციაზე საუბარი რუსეთთან არის აბსოლუტურად მიუღებელი. ასევე მინდა ვთქვა - ის, რომ ჩვენ დღეს ვსაუბრობთ უბლოკო სტატუსზე, ეს არის დღევანდელი ხელისუფლების უხერხემლო პოლიტიკის დამსახურება. როდესაც დღისით, მზისით ტელეეთერიდან გვესმის, რომ რუსული პენსია უნდა გვქონდესმ რუსული ჯარი უნდა იდგეს საქართველოში და რუსული პასპორტები უნდა დარიგდეს, ეს არის პირდაპირი რუსული პროპაგანდა, რომელიც დაუშვა საქართველოს ხელისუფლებამ, ეს არის ოთხწლიანი პოლიტიკის შედეგი, რომელიც ნებით თუ უნებლიედ, პირდაპირ თუ ირიბად ხელს უწყობდა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებს.

პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის წევრი გიორგი რუხაძე რუსთავი ორის გადაცემა არჩევანში.

კომენტარები