არჩევნები 2016

თორნიკე შარაშენიძე 30 აგვისტოს დებატებს აფასებს

ნათელაშვილს თავისი ქარიზმის წყალობით ჰქონდა დამაჯერებლობა, თუმცა, ბევრ რამეში კატეგორიულად არ ვეთანხმები, მაგალითად ისეთ საკითხებში, როგორიცაა ღვთისმშობლის წილხვედრობა და NATO-ს ასპირანტი ქვეყნობა. ელენე ხოშტარიას ეტყობოდა, რომ დიდი გამოცდილება აქვს საგარეო პოლიტიკაში და ამიტომ, მასთან კამათი, რა თქმა უნდა, ძნელი იყო. შედარებით სუსტი მომეჩვენა ვიქტორ დოლიძე, რომელიც ძირითადად ერთსა და იმავეს იმეორებდა. დათო ბაქრაძეს საკმაოდ რთული მისია ჰქონდა იმიტომ, რომ ის მუშაობს ევროატლანტიკური მიმართულებით, მაგრამ ეს მარტო საგარეო პროცესს არ გულისხმობს, გულისხმობს შიდა პოლიტიკასაც. შიდა პოლიტიკაში ჩავარდნები და გადახრებია, რაც, ბუნებრივია, ხელს უშლის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ამაში უშუალოდ მას ვერ დავადანაშაულებთ. გიორგი რუხაძე ისეთი ძლიერი პოლიტიკური ფიგურა არ არის, როგორიც სხვები. ეტყობოდა, რომ ჯერჯერობით არ აქვს ისეთი პოლიტიკური გავლენა, თუმცა, საკმაოდ ნორმალურად ლაპარაკობდა.

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი, თორნიკე შარაშენიძე რუსთავი 2-ის ეთერში 30 აგვისტოს გასულ დებატებზე საგარეო პოლიტიკის შესახებ. ტაბულამ ექსპერტებს დებატების შეფასება სთხოვა.

კომენტარები