შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი: კვირიკაშვილი სიტყვებს ჰაერზე არ ისვრის

გამართული ინფრასტრუქტურა არის ყველაფრის საფუძველი და პირველ რიგში სწრაფი ბიზნესის წარმოების. მე მთავრობის წევრი არ გახლავართ და ზუსტ პასუხს ვერ მოგცემთ, თუმცა მე მომისმენია კვირიკაშვილის გამოსვლა და ძალიან ამბიციური გეგმა აქვს დღევანდელ პრემიერს, რომ 4 წელიწადში სრულიად საქართველოში უნდა დასრულდეს ინფრასტრუტურის მშენებლობა. უახლოს პერიოდში აქვს მთავრობას დაგეგმილი [ხულოს გზის] მშენებლობა და საერთოდ კიდევ ერთჯერ შევახსენებ ტელემაყურებელს კვირიკაშვილის დაპირებას, რომ 4 წელიწადში ძირითადი მაგისტრალები, ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა დასრულდეს და, ჩემი აზრით, ამ მთავრობას ეს ხელეწიფება. ძალიან ამბიციური განაცხადია, ჩემი აზრით, და არ იქნება იოლი შესასრულებელი, თუმცა კვირიკაშვილი სიტყვებს ჰაერზე არ ისვრის და მე ვფიქრობ, რომ მათ აქვთ გათვლილი და გააკეთებენ ასე თუ ისე.

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი გადაცემაში "შეხვედრები რეგიონულ მედიასთან", GDS-ის ეთერში.

კომენტარები