საკონსტიტუციო სასამართლო

ბასილაია: საკონსტიტუციოს 5 მოსამართლე ივანიშვილის ჯიბის მოსამართლეა

მოსამართლეები თავაძე, ტურავა, სიჭინავა, ცაბუტაშვილი და ფაფიაშვილი არიან ბიძინა ივანიშვილის ჯიბის მოსამართლეებად ქცეული, ასრულებენ ამ ადამიანის დაკვეთებს. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ, კორუმპირებულ ინტერესებში არ შედის, განიხილონ ე.წ. გიორგი უგულავას და კაბელების საქმე, რამდენადაც ამ საქმის განხილვის შემდეგ გიორგი უგულავა უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს. ივანიშვილის ინტერესში არის ოლიგარქიული, კორუმპირებული სისტემის შენარჩუნება და ზუსტად ამ მიმართულებით მუშაობს საკონსტიტუციო სასამართლოს იმ კორუმპირებულ წევრებთან, როგორიც არის, ვთქვათ, ბატონი ტურავა, სიჭინავა

თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას ადვოკატი ბექა ბასილაია საკონსტიტუციო სასამართლოში უგულავასა და ე.წ. კაბელების გაერთიანებული საქმის კიდევ ერთხელ გადადების შესახებ.

კომენტარები