არჩევნები 2016

ლომჯარია: უმჯობესია, ურთიერთბრალდებები ეფუძნებოდეს კონკრეტულ ფაქტებს

ზოგადად, მსგავსი ტიპის ბრალდებები წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური განცხადებებია. თითოეული პოლიტიკური პარტიის მხრიდან ერთმანეთის მიმართ ვისმენთ გარკვეული ტიპის ბრალდებებს, რომელიც შეიძლება იყოს დასაბუთებული, შეიძლება, არ იყოს. ეს არის პოლიტიკური განცხადებები და ეს არის იმ პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობა, რამდენად არის დასაბუთებული მათ მიერ გამოთქმული ბრალდებები. რაც შეეხება, დაპირისპირების პროვოცირებას, არ ვფიქრობ, რომ ამ [თამარ ჩუგოშვილის] განცხადებას შეიძლება, ძალადობა მოყვეს. მე მიმაჩნია, რომ ამის [ძალადობის] რისკები ნამდვილად არსებობს, თუმცა, არ მიმაჩნია სწორად ის, რომ მხოლოდ ერთი კონკრეტული პარტიის მხრიდან შეიძლება, მომდინარეობდეს. რისკი მომდინარეობს ბევრი პოლიტიკური პარტიის მხრიდან. პირველ რიგში, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ისეთი ნაბიჯები გადადგას, რომ ამ ტიპის დაპირისპირებამდე არ მივიდეთ, მითუმეტეს, თუ რაიმე ინფორმაცია გააჩნიათ, ხელისუფლებას აქვს ბერკეტი - მოახდინოს ძალადობის პრევენცია. და უმჯობესია, წინასაარჩევნო პერიოდში, ურთიერთბრალდებები ეფუძნებოდეს კონკრეტულ ფაქტებს, მტკიცებულებებს და ინფორმაციას.

სამართლიანი არჩევნების კონსულტანტი ნინო ლომჯარია ტაბულასთან საუბარში ქართული ოცნების საარჩევნო სიის ახალი წევრის თამარ ჩუგოშვილის განცხადებას აფასებს. ჩუგოშვილმა დღეს თქვა, რომ ენმ არჩევნებს აგებს და ამის გამო, არეულობის მოწყობას გეგმავს.

კომენტარები