არჩევნები 2016

ხიდაშელი: ბიძინა ივანიშვილი 5 წლის თავზე ასავალ-დასავალის ენით ალაპარაკდა

[რესპუბლიკელების არაერთგვაროვან შეხედულებებზე ილია ჭავჭავაძის შესახებ] მან ჩვეულებრივი ჭორი გაავრცელა, რომელიც ასავალ-დასავალის მიერ მოგონილი ჭორია. მე შემიძლია მივულოცო ბიძინა ივანიშვილს, 2011 წლის 5 ოქტომბრის შემდეგ, 5 წლის თავზე, ასავალ-დასავალის ენით ალაპარაკდა და ეს აბსოლუტური ტყუილია, "ასავალ-დასავალის" მიერ მოგონილი ტყუილი, რომელსაც პერიოდულად სხადასხვა ხალხი იყენებდა და ავრცელებდა და დღეს ამ ადამიანებს ბიძინა ივანიშვილიც შეუერთდა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი და “რესპუბლიკური პარტიის” მაჟორიტარობის კანდიატი თინა ხიდაშელი ნეტგაზეთთან ინტერვიუში. თინა ხიდაშელი ბიძინა ივანიშვილის იმ შეფასებებს გამოეხმაურა, რომელიც მან ტელეკომპანია GDS-ის ეთერში, გადაცემაში "შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" გააკეთა. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ რესპუბლიკური პარტიის წევრები სახელმწიფოებრივად არ აზროვნებენ, საკუთარი პარტიის მიღმა ვერ იხედებიან და ილია ჭავჭავაძესა და ქვეყნის დამპოყრობლებზე არაერთგვაროვანი შეხედულებები აქვთ.

კომენტარები