არჩევნები 2016

ნოდია: 5 წლის მერე ხიდაშელმა შენიშნა, რომ ივანიშვილი ასავალ-დასავალის ენით ლაპარაკობს

ვაჰ, თინა, თინა. ამხელა ტყუილი გამიგია?

თითქმის ხუთი წლის წინ სრულიად გასაგებად თქვა ამ კაცმა, "ასავალ-დასავალია" ყველაზე კარგი და სწორი გაზეთიო, ხოლო თინა ამბობდა, სრული ღირებულებითი თანხვედრა გვაქვსო. ახლა როგორ ერთბაშად დაინახა რაღაცეები?

ამ ნიუსის სათაური შეიძლება ასე გადაკეთდეს: "ხუთი წლის თავზე თინა ხიდაშელმა შეამჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი 'ასავალ-დასავალის' ენით ლაპარაკობს".

განა არ ვიცი, რომ პოლიტიკოსები იცვლიან ხოლმე შეფასებებს, საჭიროებისამებრ, მაგრამ ხანდახან მაინც ნამეტანია.

პოლიტოლოგი გია ნოდია თინა ხიდაშელის განცხადებაზე, რომ "ბიძინა ივანიშვილი 5 წლის თავზე ასავალ-დასავალის ენით ალაპარაკდა".

კომენტარები