არჩევნები 2016

ბაქრაძე: ხელისუფლებას პანიკის და ისტერიკის გარდა, სხვა რესურსი აღარ დარჩა

ჩვენი პასუხი ამ ისტერიკაზე, რომელიც ახლა სჭირს ხელისუფლებას, იქნება ძალიან მარტივი - ჩვენი ამოცანაა, ძალიან მშვიდად, წყნარად, ორგანიზებულად მივიდეთ არჩევნებამდე და ყველამ ერთად მშვიდად ვუთხრათ უარი ამ ხელისუფლებას, რომელსაც დღეს სხვა გზა და სხვა რესურსი აღარ დარჩა, გარდა პანიკის, ისტერიკის, ოპოზიციაზე შეტევის და ძალადობისა. ამიტომ, ჩვენი ამოცანა ჩვენს ხალხთან, ჩვენს ამომრჩეველთან იქნება ამის საპირისპირო. წყნარად, მშვიდად მივიდეთ არჩევნებამდე, ჩავატაროთ არჩევნები და არჩევნების გზით უარი ვუთხრათ უნიათო ხელისუფლებას.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ჯიხაშკარში მომხდარ ინციდენტზე.

კომენტარები