პრემიერი: თუ ვინმეა დაინტერესებული იმით, რომ R2 უცვლელი დარჩეს, ეს მთავრობაა

რუსთავი 2-ის საქმეს აქვს ორი განზომილება. პირველი - მის მფლობელობას უკავშირდება. ჩვენ ვერც ჩავერევით და არც ვაპირებთ, ჩავერიოთ სასამართლოს საქმიანობაში. მეორე მიმართულება კი არის მედიის თავისუფლება. ჩემი პრემიერობის პერიოდშიც და წინა პოსტშიც ყოფნისასაც, მე ათობით განცხადება გავაკეთე რუსთავი ორის მხარდასაჭერად. შევთავაზეთ, სხვადასხვა ინსტრუმენტი ყოფილიყო - მედიასაბჭო, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებით, არასამთავრობოებითა და მედიასპეციალისტებით იქნებოდა დაკომპლექტებული, რომ უზრუნველყოფილიყო მისი სარედაქციო პოლიტიკა და არა ობიექტურობა. ეს არ არის ჩვენი მიზანი, ამის საუკეთესო მაგალითი საზოგადოებრივი მაუწყებელია, რომელიც ზოგჯერ უფრო კრიტიკულია, ვიდრე რუსთავი ორი. მერწმუნეთ, თუ ვინმეა დაინტერესებული იმით, რომ ეს ტელეარხი უცვლელი დარჩეს, მთავრობაა. ეს არის ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ ატეხილი ხმაური, შესაძლოა, მათ უნდათ, აჩვენონ - რამდენად მნიშვნელოვანი არიან, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რაც უკვე გვაქვს.

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო კონფერენციაზე - „ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ“ . რუსთავი ორის თარგმანი.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები