არჩევნები 2016

ფრუიძე: ივანიშვილის დამსახურებაა, რომ დღეს დემოკრატიული სახელმწიფო გვაქვს

ბატონი ბიძინა არის ძალიან წარმატებული ადამიანი. მან დიდი წვლილი შეიტანა ქართულ პოლიტიკურ პროცესებში. მისი დიდი დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენ გვაქვს დემოკრატიული სახელმწიფო და მშვიდობიანად ვითარდება პროცესები. შესაბამისად, რატომაც არა, შეიძლება, რაღაც მომენტში დადგეს საკითხები, რომელზედაც ჩემთვის საინტერესო იქნება მისი აზრი, ისევე, როგორც ჩემთვის სხვა საინტერესო, ვთქვათ, კომპეტენტური ადამიანების აზრი შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი და, მაგალითად, ჩემს მეგობრებსაც შემიძლია აზრი შევეკითხო იმ საკითხებზე, რაშიც ისინი კომპეტენტურები არიან. ამაში არაფერი არ არის არც გასაკვირი და არც გასაკიცხი. ივანიშვილის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა პოლიტიკაში, ჩემი აზრით, არის ის, რომ მისი მონაწილეობით და დახმარებით, საქართველოში პირველად არჩევნების გზით შეიცვალა ხელისუფლება

ქართული ოცნების დეპუტატობის კანდიდატმა, ირინა ფრუიძემ ტაბულას ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა. ტაბულას ჟურნალისტმა ფრუიძეს ჰკითხა, თუ რომელ საკითხზე გაითვალისწინებდა ბიძინა ივანიშვილის რჩევას, რაში თვლიდა მას კომპეტენტურად და რა მიაჩნდა მის მთავარ მიღწევად პოლიტიკაში

კომენტარები