არჩევნები 2016

კობახიძე: დიდი დრო დავუთმეთ პროგრამის მომზადებას, სიღრმისეული ანალიზი გავაკეთეთ

ჩვენ გვაქვს ჩვენი გაწერილი გეგმა და ამ გეგმის შესაბამისად ხდება სწორედ დღეს პროგრამის წარდგენა. ჩვენ ძალიან დიდი დრო დავუთმეთ ჩვენი პროგრამის მომზადებას, კიდევ ერთხელ გაკეთდა სიღრმისეული ანალიზი - არსებული ვითარების, ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევების, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების - და ამის საფუძველზე ჩაიდო ჩვენს პროგრამაში სამომავლო გეგმა, სამომავლო ხედვა.

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ტაბულას კითხვაზე, აქამდე რატომ არ წარადგინეს საარჩევნო პროგრამა.

კომენტარები