საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

იმერლიშვილი: იმედი მაქვს, საკონსტიტუციო სასამართლოს ოდნავ შერყეული ნდობა აღდგება

მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის ოდნავ შერყეული ნდობა, რომელიც დღეს საკონსტიტუციო სასამრთლოს აქვს, ახალი მოსამართლეების შემოსვლით აღდგება და მოსმართლეების საუბარი აღარ იქნება ტელევიზიებით. არამედ, მოსამართლეების ისაუბრებენ მხოლოდ დარბაზებში, გადაწყვეტილებების მიღებით.

ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს, 10 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნა. ისინი საქმიანობას პრეზიდენტის კვოტით დანიშნული ორი მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, სექტემბრის ბოლოს დაიწყებენ.

კომენტარები