რუსთავი 2-ის საქმე

ზედელაშვილი: რ2-ის საქმე იმსახურებს გამონაკლისს და ზეპირი მოსმენით განხილვას

მიუხედავად იმისა, რომ საკასაციო სასამრთლოში დამკვიდრებული პრაქტიკაა საქმეების ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა, იმ მასშტაბიდან, სირთულიდან გამომდინარე, რაც რუსთავი 2-ის საქმეს გააჩნია, ვფიქრობ შეიძლება და იმსახურებს გამონაკლისს და ზეპირი მოსმენით განხილვას. ზეპირ მოსმენას შემოაქვს მეტი არგუმენტაცია, მეტი საჯაროობა და პროცედურულად უფრო სამართლიან და უფრო დამაჯერებელს ხდის პროცესს. 

კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილი რუსთავი 2-თან ამ ტელეკომპანიის საქმეზე საუბრობს. გუშინ, 9 სექტემბერს უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საჩივარი დასაშვებად ცნო. ტელეკომპანია ასაჩივრებს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებს, რომელთა მიხედვითაც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანია "პანორამას" მიეკუთვნა.

კომენტარები