საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

უსუფაშვილი: საკონსტიტუციოს სჭირდება დახმარება და 4 ახალი მოსამართლე დააყენებს ფეხზე

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის კანდიდატად მე საქართველოს პარლამენტს შევთავაზე ზაზა რუხაძის კანდიდატურა. პარლამენტი თუ მხარს დამიჭერს, საკონსტიტუციო სასამართლო გამდიდრდება და გამაგრდება პრინციპული, პროფესიონალი ხალხით. კარგია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დანიშნა მოსამართლეები, რომლებიც საქმეს შეუდგებიან თვის ბოლოს. ორივე მათგანს მე ძალიან კარგად ვიცნობ, ვიცი მათი პროფესიული თვისებები და დარწმუნებული ვარ, რომ ირინა იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, ზაზა რუხაძე, რომელსაც პარლამენტი აირჩევს, უზენაესი სასამრთლოს ერთი მოსამართლე კიდევ ყავს დასანიშნი - აი, ეს შემადგენლობა საკონსტიტუციო სასამართლოს დააყენებს ფეხზე, იმიტომ რომ დღეს მას სჭირდება დახმარება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას აფასებს. გიორგი მარგველაშვილმა ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე დღეს, 10 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად დანიშნა. ისინი საქმიანობას პრეზიდენტის კვოტით დანიშნული ორი მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, სექტემბრის ბოლოს დაიწყებენ.

კომენტარები