არჩევნები 2016

ბერძენიშვილი: გირჩის შეერთებით პაატამ დაკარგა ის მზარდი რეიტინგი, რომელიც ჰქონდა

ვაშაძე, გირჩი, ბურჭულაძე და მამუკა კაციტაძე ერთად არის შეუძლებელი კონგლომერატი. ის თუ ხელოვნურად არ შეაწება ვინმემ, ბუნებრივად ეს ხალხი ერთმანეთს ვერ იპოვის და ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. გირჩის შეერთებით პაატამ დაკარგა ის მზარდი რეიტინგი, რომელიც ჰქონდა. შეიძლება, ზედმეტსაც ვლაპარაკობთ და ვერც ხვდება პარლამენტში. როცა ხელოვნური გაერთიანებაა, ვინმე ძლიერი უნდა იდგეს. პაატაზე ძლიერი, ვისაც შეუძლია, მიუერთოს მას ძალადობრივად გირჩი, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია.

 

რესპუბლიკელების წევრი ლევან ბერძენიშვილი პაატა ბურჭულაძის პლატფორმაზე საუბრობს შაბათის კურიერში.

კომენტარები