შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი: ბურჭულაძეს რომ ვთხოვე, გვერდით დაგვიდექი-მეთქი, უამრავი ფული მოითხოვა

მე სამი წელიწადია, არ მინახავს ეგ კაცი [პაატა ბურჭულაძე], ნაწყენი ვარ, რომ არ დავმალო და ვიყავი ნაწყენი, იმიტომ, რომ თავის დროზე, როდესაც ვთხოვე - გვერდით დაგვიდექი-მეთქი, უამრავი ფული მოითხოვა მაშინ და შეურაცხყოფილი იყო. რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი, იმის შემდგომ დაბადების დღე, 60 წლისთავი სამჯერ გადაიხადა, სამი წლის განმავლობაში იხდიდა და ერთხელ არ მივსულვარ.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე. დღეს ის ქუთაისში იმყოფება.

კომენტარები