არჩევნები 2016

უსუფაშვილი ივანიშვილს: არ შეიძლება სერიოზულ და მგრძნობიარე თემებთან ასეთი თამაში

არ მითქვამს [ბიძინა ივანიშვილი] რესპუბლიკურ პარტიაზე ნუ ისაუბრებს, თორემ რამეს ვიტყვი-მეთქი, ეს ასე არ არის. არჩევნები და საარჩევნო კამპანია იმიტომ არის, რომ პარტიებმა და მათმა მხარდამჭერებმა რაც შეიძლება მეტი უნდა ვისაუბროთ საკუთარ თავზე, ერთმანეთზე, მაგრამ ვისაუბროთ პოზიციებზე, ვისაუბროთ მიდგომებზე, მომავლის ხედვაზე, ვისაუბროთ ამ ყველაფერზე. მე ვთქვი ის, რომ თუ მოვისმენ დამახინჯებულ ფაქტებს, ამ ფაქტების დამახინჯებულად მიწოდებას საზოგადოებისთვის, იძულებული ვიქნები, გავაკეთო განმარტებები. დღეს მეტს არაფერს არ ვიტყვი, მაგრამ პავლე კუბლაშვილთან დაკავშირებით თუ გაგრძელდება ის ხაზი, რაც დღეს მოვისმინე, იძულებული ვიქნები, მეც ვთქვა. დიახ, აი, ვეუბნები ბატონ ბიძინას. არ შეიძლება ასე ლაპარაკი, არ შეიძლება ასეთ სერიოზულ და მგრძნობიარე თემებთან ასეთი თამაში, არ ღირს, ეს არ არის კარგი საქმე. პავლე კუბლაშვილი საიდან გამოვიდა, როგორ გამოვიდა, სად წავიდა, რა გააკეთა - ამას უსუფაშვილს აბრალებს, თითქოს, მე მომინდომებია, მითქვამს თუ მიმიტანია ეს ამბავი მასთან. მგონია, რომ ეს არის იმის ბრალი, რომ ზეპარტიულობა და პარტიულობა ერთდროულად შეუძლებელია.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი რესპუბლიკურ პარტიაზე ბიძინა ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.

კომენტარები