არჩევნები 2016

კალაძე: ვერ დავემსგავსებით სხვებს, ვერ გავცემთ დაპირებებს, რასაც ვერ შევასრულებთ

ჩვენ ვერ დავემსგავსებით ოპონენტებს და სხვა პოლიტიკურ პარტიებს და ვერ დავიწყებთ ისეთი დაპირებების გაცემას, რისი გაკეთებაც შეუძლებელი იქნება. არის მიმართულებები, რისი გაკეთებაც შესაძლოა გართულდეს. ამაზე არ უნდა მოვერიდოთ საუბარს, რადგან ერთმანეთის თვალებში შეხედვის არ უნდა შეგვრცხვეს. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რის გაკეთებასაც აუცილებლად მოვახერხებთ. ვიძლევით პირობას. რომ 4 წლის თავზე ჩვენ გვექნება თვისობრივად განსხვავებული ქვეყანა, თვისობრივად გახსნილი ინფრასტრუქტურა, თვისობრივად გახსნილი ტურისტული მიმართულებები.

ინტერპრესნიუსის ცნობით, ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს გენერალური მდივანი კახა კალაძე ქუთაისში, ახალგაზრდებთან შეხვედრაზე.

კომენტარები