შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

უსუფაშვილი: მინდა მჯეროდეს, ივანიშვილი არასწორად მიწოდებული ფაქტების მსხვერპლია

სამწუხაროდ, გუშინ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია. ორმაგად ვწუხვარ, რომ ამ ინფორმაციის გამავრცელებელი არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ჯერ კიდევ მინდა მჯეროდეს, რომ იგი არის მსხვერპლი არასწორად მიწოდებული ფაქტების, ინტერპრეტაციების და თავად შეგნებულად არ ახდენს სიცრუის ტირაჟირებას. ჩვენ, პოლიტიკოსებმა, შეიძლება ბევრი რამ ვარგოთ ქვეყანას, მაგრამ შეგვიძლია ბევრი რამ ვავნოთ კიდეც და ჩვენი მხრიდან საზოგადოებისთვის ვნების მოტანის ერთ-ერთი ყველაზე მოკლე გზაა ის, როდესაც ჩვენი სიტყვები უფასურდება. მე არ მინდა, რომ პოლიტიკოსების, მათ შორის, პოლიტიკური ლიდერების, ბიძინა ივანიშვილის სიტყვები უფასურდებოდეს იმ ტიპის არასწორი ფაქტების ტირაჟირებით, რომელიც გუშინაც მოვისმინეთ.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე, რომ საკონსტიტუციო კომისიას ოთხი წლის მანძილზე "თითი თითზე არ დაუდევს".

კომენტარები