არჩევნები 2016

ხმალაძე მღებრიშვილის განცხადებაზე: არ გვჭირდება არეულობა, ეს იქნება დამაზიანებელი

თუ ასეთი ინფორმაცია აქვთ, ყველა ზომა უნდა მიიღოს ხელისუფლებამ იმისთვის, რომ მოხდეს პროვოკაციის პრევენცია. არავის, და პირველ რიგში ჩვენს მოქალაქეებს, არ სჭირდება არანაირი არეულობა, ეს იქნება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელი. ჯერჯერობით, მთელი საარჩევნო პროცესი ცალკეული დარღვევების მიუხედავად, მიმდინარეობს გაცილებით მშვიდად, ვიდრე ადრე იყო ხოლმე და როგორმე უნდა შევინარჩუნოთ ეს მდგომარეობა, ეს არის ყველას ვალი, პირველ რიგში ხელისუფლების და, რა თქმა უნდა, ოპოზიციისაც.

რესპუბლიკელი ვახტანგ ხმალაძე შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, "რიგი პარტიები" საარჩევნო პროვოკაციებს აპირებენ.

კომენტარები