არჩევნები 2016

ლაგაზიძე: რუხაძე არ იქნება ალბათ ბოლო, ვინც დატოვებს ბურჭულაძის პარტიას

გიორგი რუხაძე არ იქნება ალბათ ბოლო, ვინც დატოვებს ამ პარტიას. მიზეზი გახლავთ ის, რომ ეს პარტია, როგორც პოლიტიკური მომავლის მქონე სუბიექტი, დამთავრდა. ეს პარტია, გამომდინარე იმ უამრავი პრობლემიდან, რომელიც მისი ლიდერიდან მოდის, საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავს. ჩვენ პაატა ბურჭულაძის გვერდით ვიდექით ერთი ძირითადი მიზნით, რომ საქართველოში შემოგვეყვანა ახალი თაობის პოლიტიკოსები და პროფესიონალები, მან ამ ამოცანას თავი ვერ გაართვა, მას პარტია არჩევნებამდე არ მიჰყვება.

სახელმწიფო ხალხისთვის ყოფილი წევრი ხათუნა ლაგაზიძე გიორგი რუხაძის მიერ პარტიის დატოვებაზე.

კომენტარები