არჩევნები 2016

პრემიერი: არ შეიძლება, პედაგოგები მუდმივად დავაშინოთ გამოცდებით და ტესტირებით

პედაგოგი უნდა იყოს აუცილებლად ყველაზე დაფასებული ადამიანი, რა თქმა უნდა, ექიმებთან ერთად. ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც გაჭირვების წლებში უზრუნველყვეს ჩვენს ქვეყანაში განათლების უწყვეტობა, ისინი არიან ადამიანები, რომლებიც სოფლიდან სოფლად კილომეტრებს გადიოდნენ საკუთარ მოსწავლეებთან ერთად, რომ გაკვეთილი ესწავლებინათ, მაშინ როდესაც, შიოდათ, სწყუროდათ და ჩასაცმელი არ ჰქონდათ. ამიტომ, არ შეიძლება, ჩვენ ამ ადამიანებს მინიმუმ მადლობა არ ვუთხრათ, არ დავუფასოთ და მუდმივად დავაშინოთ გამოცდებით, ტესტირებით და ასე შემდეგ.

ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი ხელვაჩაურის მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

კომენტარები