არჩევნები 2016

რუხაძე: სია არის პარტიაში მიმდინარე პროცესების სარკე

რა თქმა უნდა, სიის საკითხი არის მნიშვნელოვანი საკითხი და სია არის სწორედ სარკე იმისა, თუ რა პროცესები მიმდინარეობდა პარტიაში. სიაში კვოტები მიანიშნებს იმაზე, რომ ეს პაატა ბურჭულაძის პარტია აღარ არის, შესაბამისად, რა თქმა უნდა, სია გახდა მიზეზი, მაგრამ სანამ სიამდე მივიდოდით, მე ბოლომდე ვიბრძოდი იმისთვის, რომ ეს გაერთიანება არ ყოფილიყო, ასე ვთქვათ,  პაატა ბურჭულაძე, რომელიც დღეს არის პოლიტიკური მძევალი გირჩისა და ახალი საქართველოსი და ეს ყოფილიყო მცირე პოლიტიკური ძალები, რომლებიც შემოგვიერთდნენ, გაერთიანებული პაატა ბურჭულაძის გარშემო. სწორედ ამისთვის ვიბრძოდი ბოლო წუთამდე, თუმცა სია და მასში თანაფარდობა პაატა ბურჭულაძის ლიდერებისა და დანარჩენი ლიდერების, გახდა ის ძირითადი მიზეზი და ასევე ინდიკატორი იმისა, რომ ეს პარტია პაატა ბურჭულაძის უკვე აღარ იყო და იმ ადამიანების, რომლებმაც მასთან ერთად დაიწყეს ეს მოძრაობა.

"პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" ყოფილი წევრი გიორგი რუხაძე პარტიაში მიმდინარე პროცესებზე რუსთავი 2-ის ეთერში.

კომენტარები