სკანდალური არის ის, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერს და დამოუკიდებელი მედიის ლიდერს უსმენენ. ეს იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება გვიმტკიცებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და უსაფრთხოების სამსახური არის დეპოლიტიზებული, საინტერესოა ის, რომ ამ საუბრიდან ამოღებულია ის მონაკვეთი, როდესაც ბატონი პაატა ამბობს, რომ "მე არც ნაციონალური მოძრაობის მეხოტბე ვარ და არც ქართული ოცნების". ეს არის უკვე ნორმა, რომელიც შემოგვთავაზა ქართულმა ოცნებამ ბოლო წლების განმავლობაში და რომელიც მიზნად ისახავს უკანონო ჩაწერას და შემდგომში ამის გასაჯაროებას. ეს იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სუს-ის მიერ გაკეთებული ჩანაწერი, ამაში ეჭვი არ გვეპარება და მისი მიზანი იყო, მომხდარიყო პაატა ბურჭულაძის დისკრედიტაცია.
tbl.ge/1vj5
დაკოპირდა
სახელმწიფო ხალხისთვის წევრი დავით ჯანდიერი პაატა ბურჭულაძის და ნიკა გვარამიას სატელეფონო საუბარის გავრცელებაზე.
ამავე თემაზე
- ლილუაშვილი: უსმენენ იმას, ვინც კანონიერ საფუძველზეა მოსასმენი
- გოგაშვილი: ოცნების მმართველობის დროს, უკანონო მოსმენებმა რამდენჯერმე გადააჭარბა ნაცებისას
- მეუფე მიქაელი სუს-ის ფაილებზე: ყველაფერს უსმენენ და ღმერთი ყველას გვისმენს ჩვენ
- გალერი: არა მარტო ელჩებს, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გვითხრა, რომ მასაც უსმენენ
- "სერიოზული შეშფოთება გამოვთქვით სუს-ის მიერ მიყურადებაზე" – ელჩები ზალკალიანს შეხვდნენ