შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი: რობიკო იყო ჩემთან ამოსული და მეუბნებოდა - ესენი უსისხლოდ არ წავლენო

ჯერ კიდევ როგორ მოხერხდა, რომ ესენი მშვიდობიანად გავიყვანეთ 2012 წელს, მაშინაც ცდილობდნენ და კიდევ შევახსენებ საზოგადოებას, რობიკო იყო ჩემთან ამოსული, რობერტ სტურუა, სამჯერ თუ ოთხჯერ, არჩევნები სანამ მოხდებოდა, ყოველთვის მეუბნებოდა - ბიძინა, იცოდე, ესენი უსისხლოდ არ წავლენ, ბიძინა, იცოდე, ამათ უსისხლოდ ვერ გაუშვებთ, ბოლოს ამოვიდა, გაოცებული იყო - რა გააკეთე ესო, როგორ მოხერხდა, რომ ესენი უსისხლოდ წავიდნენო. და როგორ მოხერხდა, რომ ესენი უსისხლოდ წავიდნენ, ძალიან ბევრი ვიცით ჩვენ ამის შესახებ და რაღაც ნაწილი კიდევ არ ვიცით და მე გპირდებით, რომ ოდესღაც მოგახსენებთ, აბსოლუტურად მაქვს საფუძველი, რომ თავის დროზე ამაზე კიდევ დამატებითი განცხადება გავაკეთო.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო პროვოკაციებსა და დესტაბილიზაციაზე შს მინისტრის და პრემიერის განცხადებების შესახებ. ივანიშვილი რეგიონულ მედიას და მოსახლეობას ამჯერად რაჭა-ლეჩხუმში ხვდება.

კომენტარები