შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი: ეგეთი R2 და ეგეთი გვარამია წამალია საზოგადოების განვითარებისთვის

ნიკა გვარამიაზე სერიოზულ რეაქციას ვეღარ გავაკეთებ. მაგის სისულელეებზე, რომ რაღაცეებს ამბობს გვარამია და მე უნდა ვუპასუხო, სასაცილოა, მეტი არაფერი. გვარამია ეგეთია საინტერესო, როგორიც არის. საზოგადოებისთვის, სხვათაშორის, ეგეთი რუსთავი ორი და ეგეთი გვარამია, მე თუ მკითხავთ, არის წამალი საზოგადოების განვითარებისთვის, რომ ჩვენ კარგად დავინახოთ მკვეთრი ფერები და კარგად დავინახოთ, ვინ იყვნენ ეს ხალხი. ძველი რომ არ გავიხსენოთ, რას აკეთებდნენ, ახლა შეხედეთ, რა დღეში არიან, ახლა შეხედეთ, როგორი თავისუფალი მედიაა რუსთავი ორი, დაპყრობილი მედიაა, ჰო, თავიდან ბოლომდე? ამ კაცს, მთავარი პროკურორის მოადგილეს და მთელ ნაციონალურ მოძრაობას უჭირავს, ეს არის თავისუფალი მედია? ეს არის თავისუფალი მედიის ხელმძღვანელი? მაგრამ კარგია, რომ არის, იმისთვის, რომ ჩვენ სწრაფად გავიზარდოთ, სწრაფად გავიგოთ და სწრაფად გამოვნახოთ სწორი გზა, საით წავიდეთ, ვის უნდა მივცეთ ხმა და ვის უნდა დავუჭიროთ მხარი.

 

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ნიკა გვარამიას და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო ჩანაწერის გავრცელების შესახებ. ივანიშვილი რეგიონულ მედიას და მოსახლეობას ამჯერად რაჭა-ლეჩხუმში ხვდება.

კომენტარები