უკანონო მოსმენები

ბერაია: პარტიები ერთმანეთს უნდა ეჯიბრებოდნენ პროგრამებით და არა ჩანაწერებით

ჯანსაღ საარჩევნო გარემოში პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს უნდა ეჯიბრებოდნენ თავიანთი საარჩევნო პროგრამებით, მათი ეკონომიკური ხედვებით, მათი ხედვებით ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, ხოლო როდესაც ამ ველზე შემოდის ასეთი ბინძური ჩანაწერები და ამ კუთხით ხდება პოლიტიკური დისკუსიების განვითარება, ეს ცხადია, არ არის ჯანსაღი პროცესი, თუმცა ამ კონკრეტულ ჩანაწერთან დაკავშირებით, ჩვენ კი ვთქვით, რომ მის შინაარსს არ გავარჩევთ, მაგრამ მე ცოტა მიკვირს, ამ ჩანაწერში რა იყო ისეთი, რომელსაც შეიძლება, ამ დისკუსიაში რამე სკანდალური შემოეტანა. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელი გიორგი ბერაია ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში, კითხვაზე, რა გავლენას მოახდენს საარჩევნო გარემოზე ფარული ჩანაწერების გავრცელება.

კომენტარები