შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი: მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ საქართველო არის ბალანსის თავშეყრის ადგილი

დღესაც ძალიან ბევრი განვითარებული ქვეყნები ბრძოლობენ იმისთვის, რომ ქალი გახდეს პირველი პირი. ამერიკაში შეიძლება პირველი პრეცედენტი მოხდეს ახლა, არჩევნები მიდის. ამაყობენ სხვებიც. ამაზეც თუ გავიხსენებთ ისტორიას - "ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია", რუსთაველმა ეს როდის თქვა და თამარ მეფეც ამ პერიოდში უკვე გვყავდა პირველ პირად. ეს არის ჩვენი კულტურა. ჩემი აზრით, ჩვენი ყველაზე მეტი რესურსი სწორედ აქაა. მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ საქართველო არის ბალანსის თავშეყრის ადგილი, რომ აქ ყველას, როგორც საკუთარ სამშობლოში, ისე ეცხოვრება. ეს არის ადამიანების ტოლერანტობის მაქსიმალური გამოვლინება. ჩვენ ტურიზმი გვინდა თუ ინვესტიციები, ამ მხრივ ამ რესურსს სჭირდება ძალიან კარგი ლობირება და გაცნობა ევროპისთვის. ევროპაში ვიქნებით უნიკალურები ამ მხრივ, თუმცა ევროპელები ტოლერანტობასაც და სხვა დემოკრატიულ ღირებულებებსაც ძალიან დიდ პატივს სცემენ. 

ბიძინა ივანიშვილი GDS-ის ეთერში, გადაცემაში შეხვედრები რეგიონულ მედიასთან. დღეს ის სამცხე-ჯავახეთშია.

კომენტარები